დიდი ბრიტანეთი რუსეთს ახალ საქნციებს უწესებს. ახალი სანქციების სამიზნე რუსეთის ცენტრალური ბანკი იქნება, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების თავიდან აცილება.

ახალი სანქციები მოიცავს შემდეგს:

  • დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, ეროვნული სიმდიდრის ფონდსა და ფინანსთა სამინისტროსთან ფინანსური ოპერაციების განხორციელება აიკრძალება;
  • შეზღუდვები დაწესდება რუსული ფინანსური ინსტიტუტების მიმართ;
  • დიდი ბრიტანეთი მიიღებს ზომებს რუსული კომპანიების მიერ გადასაცემი ფასიანი ქაღალდების გამოშვების თავიდან ასაცილებლად. ამას ემატება უკვე გამოცხადებული აკრძალვა რუსეთის სახელმწიფოს მიერ დიდ ბრიტანეთში სუვერენული ვალის აღების აკრძალვის შესახებ;
  • დასავლეთის მიერ დასანქცირებული რუსული ბანკები ვერ შეძლებენ გადახდების შესრულებას გაერთიანებული სამეფოს მეშვეობით;
  • აიკრძალება ტექნიკური აღჭურვილობის და ისეთი კომპონენტების ექსპორტი, რომელიც მოიცავს ელექტროობას, ტელეკომუნიკაციასა და საჰაერო სივრცეს;
  • აქამდე გამოცხადებული ფინანსური და სავაჭრო სანქციები გაფართოვდება ყირიმში, დონეცკსა და ლუგანსკში.

ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ, სინგაპურმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რუსულ ელიტაზე, ოლიგარქებზე, მსხვილ ბანკებზე, ავიაკომპანიებზე.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში