Facebook-მა Alt-info-სთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა

სამართლიანი არჩევნების (ISFED) განცხადებით, Facebook-მა ძალადობრივ და პრორუსულ Alt-info-სთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა. ამის შესახებ ორგანიზაცია ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს.
"უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ჩვენი ძალებით ვცდილობთ, წინ აღვუდგეთ რუსულ პროპაგანდასა და ომის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებას. ამისთვის Facebook-ს შესაბამის მონაცემებს ვაწვდით", — აღნიშნავენ ISFED-ში.
26 თებერვალს ძალადობრივი და პრორუსული Alt-info-ს საიტი გაითიშა. როგორც On.ge-ს Alt-info-ს დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ განუცხადა, საიტზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები