დასავლეთის მხრიდან რუსეთზე დაწესებული სანქციების ფონზე ლონდონის ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციები ეცემა.

არსებული მონაცემებით, წამყვანი რუსული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე ასე გამოიყურება:

  • Sberbank — გაუფასურდა 69,61%-ით და ერთი აქცია 1,24 დოლარად ივაჭრება;
  • Lukoil — გაუფასურდა 55,45%-ით და ერთი აქცია 22,55 დოლარი ღირს.
  • Rosneft — გაუფასურდა 45,51%-ით და ერთი აქცია 2,55 დოლარი ღირს.
  • Gazprom — გაუფასურდა 17,7%-ით და ერთი აქცია 20 დოლარი ღირს.
  • PhosAgro — გაუფასურდა 62,53%-ით და ერთი აქცია 6,88 დოლარი ღირს.

ბოლო მონაცემებით, თითქმის 16%-ით არის გაუფასურებელი რუსული რუბლი და ერთი დოლარის ღირებულება 95,8 რუბლს უტოლდება.

დღეს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-დან 20%-მდე გაზარდა. განაკვეთის რეკორდულ ზრდას ბანკი დევალვაციისა და ინფლაციის გაზრდილი რისკებით ხსნის.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას მოახდენენ. რუსეთის მიმართ დაწესებული ყველა სანქციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.