უკრაინის შეიარაღებული ძალები გენერალური შტაბის განცხადებით, კუნძულ ზმეინის მესაზღვრეები და საზღვაო ქვეითები რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს.

"მოვითხოვთ რუსეთისგან, უკანონოდ დატყვევებული უკრაინის მოქალაქეების დაუყონებლივ გათავისუფლებას. მივმართავთ მსოფლიო თანამეგობრობას, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა გავლენა იქონიონ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებაზე", — ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ოკუპანტებმა მთლიანად გაანადგურეს კუნძულის ინფრასტრუქტურა — შუქურა, კოშკები, ანტენები და ა.შ.

24 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გველების კუნძულზე, რომელსაც რუსები დღის განმავლობაში ბომბავდნენ, 13 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. უკრაინსკაია პრავდამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ რუსული სამხედრო გემი მათ დანებებას ურჩევს, პასუხად კი რუსულენოვან გინებას იღებს.

პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ ჯარისკაცები გმირულად დაიღუპნენ და მათ გმირის წოდება მიანიჭა.

25 თებერვალს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინამ დაიბრუნა გველების კუნძული, რომლის დასაკავებლადაც 13 უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში