საოკუპაციო ძალებმა ხარკოვი დაბომბეს. ინფორმაციას Unian შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე, ანტონ გერაშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, არის მსხვერპლი.

"ხარკოვი მასიურად დაბომბეს გრადებით. დაღუპულია ათობით, ხოლო დაშავებულია ასობით ადამიანი. ეს საშინელება მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს", — დაწერა მან Facebook-ზე.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში