სანქციების შემდეგ, რუსი ოლიგარქები ომის წინააღმდეგ ალაპარაკდნენ — ოლეგ ტინკოვი, ოლეგ დერიპასკა და მიხაილ ფრიდმენი ამბობენ, რომ უკრაინაში ომს მხარს არ უჭერენ.

Unian-ის ცნობით, Tinkoff ბანკის დამფუძნებელი, ოლეგ ტინკოვი რომელსაც ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციები შეეხო, აცხადებს, რომ ომს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ადამიანების სიკვდილი "მიუღებელია". ამის შესახებ მან პოსტი Instagram-ზე გამოაქვეყნა.

"ახლა უკრაინაში უდანაშაულო ადამიანები კვდებიან ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია! სახელმწიფო ფულს ადამიანების მკურნალობაზე უნდა ხარჯავდეს, კიბოს დასამარცხებლად კვლევებზე და არა ომზე. ჩვენ ომის წინააღმდეგები ვართ", — ვკითხულობთ პოსტში.

ომის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთეს Alfa Group-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მიხაილ ფრიდმენმა და ალუმინის მომპოვებელიკომპანიის Rusal-ის დამფუძნებელმა, ოლეგ დერიპასკამ. დერიპასკა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქია.

Unian წერს, რომ თავიანთ განცხადებებში, არცერთ მათგანს პუტინისთვის აგრესორი ან მკვლელი არ უწოდებიათ და არც ის აღუნიშნავთ, ვისი სამხედროები და რაკეტები კლავენ უკრაინელებს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში