FIFA-ს საბჭოსა და UEFA აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრებსა და კლუბებს ტურნირებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ.

"ფეხბურთი ერთიანია ამ შემთხვევაში და სრულ სოლიდარობას უცხადებს დაზარალებულებს უკრაინაში. პრეზიდენტები იმედოვნებენ, რომ სიტუაცია უკრაინაში გაუმჯობესდება, რათა ფეხბურთი კვლავ იყოს კურსი ერთიანობისა და მშვიდობის ხალხთა შორის", — აღნიშნულია განცხადებასი.

UEFA-მ გაზპრომთან სასპონსორო ხელშეკრულება გაწყვიტა — გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედიის განცხადებით, დღეს UEFA-მ გადაწყვიტა, რომ გაზპრომთან პარტნიორობა გაწყვიტოს, ყველა ტურნირზე. ეს გადაწყვეტილება ძალაშია დაუყოვნებლივ და ყველა არსებულ შეთანხმებას მოიცავს, მათ შორის, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგას, UEFA-ს ეროვნული ნაკრებების შეჯიბრებებს და UEFA EURO 2024-ს.