ახტირკაში, სამხედრო ნაწილში ოკუპანტების დაბომვის შედეგად ათეულობით ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ განაცხადა. დმიტრო ჟივიცკი ადგილიდან ვიდეოებსაც ავრცელებს.

"მტრის არტილერიამ სამხედრო ნაწილი დაბომბა. ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად მოხალისეებიც მუშაობენ. ბევრია დაღუპული. ახლა სასაფლაოზე 70 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცისთვის ამზადებენ ადგილს", — თქვა მან.

მისივე თქმით, გარდაცვლილები არიან რუსი სამხედროებიც.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში