საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიცია გააკრიტიკა და შეიგინა: "ჩვენ და თქვენს შორის, ვინც რუსულ საქმეს აკეთებს იმის დედას შევე*ი". დეპუტაის გინებას დარბაზში ტაში მოყვა.

ყაველაშვილმა ნაწილობრივ დააანონსა, რომ შეგინებას აპირებდა და საზოგადოებას ბოდიში წინასწარ მოუხადა. მან ასევე თქვა, რომ "ზუსტად იმ აზრზე არიან, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი იძახის".

"სამარცხვინო საქციელი და თქვენი მავნებლობა გაცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, ახლა იქ დაიწყეთ მთავრობის დამუნათება. თან გვეუბნებით, რომ ერთად დავდგეთ და ევროკავშირში შვიდეთ, თან ასე სამარცხვინოდ იქცევით და ამუნათებთ საკუთარ ხელისუფლებას. ესაა თქვენი საქციელი? ამაში უნდა გენდოთ? ესა ხართ ? ესაა საქციელი სწორი? ესაა მოქალაქეობა? საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს. ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს იმის დედას შევე*ი", — თქვა ყაველაშვილმა.

ამის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ყაველაშვილს უთხრა, რომ სამარცხვინო იყო. ამაზე ყაველაშვილმა თქვა, რომ "სამარცხვინოები ხართ თქვენ".

სამადაშვილმა ყაველაშვილისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევა მოითხოვა. ამის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ თქვეს, რომ ყაველაშვილისთვის მანდატის შეწყვეტა არ არის რეალური.