Meta-ს განცხადებით, ორშაბათს Facebook-მა რუსეთის მიერ მართული მედიების, RT-ისა Sputnik-ის გვერდებზე წვდომა მთელი ევროკავშირის მასშტაბით შეზღუდა. ეს ნიშნავს, რომ RT-ისა და Sputnik-ის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები ევროკავშირის მასშტაბით დაბლოკილია. ამის შესახებ Meta-ს წარმომადგენელმა, Andy Stone-მა The Verge-თან საუბარში განაცხადა.

"ჩვენ მივიღეთ არაერთი თხოვნა ევროკავშირის სახელმწიფოებისგან, რათა შეგვეზღუდა რუსეთის მთავრობის მიერ მართული მედია საშუალებების მუშაობის პროცესი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვებლოკა წვდომა RT-ისა და Sputnik-ისათვის ევროკავშირის მასშტაბით" — განაცხადა Nick Clegg-მა, Facebook-ის გგლობალური საკითხებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პრეზიდენტმა.

Meta-მ უკრაინის დასახმარებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა, RT-ისა და Sputnik-ის დაბლოკვა კი ამ ნაბიჯებიდან ერთ-ერთია. Facebook-მა რუსულ მედია საშუალებებს პლატფორმაზე პოსტების დარეკლამების უფლებაც შეუზღუდა. Facebook-მა ასევე დაბლოკა რუსული ფეიქ ნიუსების ქსელი, რომელიც რუსეთის თავდასხმის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.