24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო. რუსული არმიის სამიზნე ჯარისკაცების გარდა მშვიდობიანი მოსახლეობაცაა. ერთ-ერთი ასეთი მარიუპოლში მცხოვრები 6 წლის უკრაინელი გოგო აღმოჩნდა, რომლის გადარჩენაც ექიმებმა ვერ შეძლეს.

დაბომბვის შემდეგ 6 წლის ბავშვი მაშინვე ახლომდებარე საავადმყოფოსკენ გააქანეს. სასწრაფოს მანქანაში ექიმებმა ბავშვის გადარჩენა სცადეს. ბავშვის მამა გოგოს გვერდით იდგა და უყურებდა ექიმებს, რომლებიც მისი შვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობდნენ, დედა კი მანქანის წინ ტიროდა. Associated Press-ის ჟურნალისტმა ეს შემზარავი კადრი კამერით აღბეჭდა.

"აჩვენეთ ეს პუტინს. ამ ბავშვის თვალები და ატირებული ექიმები", — უთხრა ექიმმა ჟურნალისტს.

ეს ფოტო კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ მტკივნეულ რეალობას, რომელში ცხოვრებაც ახლა უკრაინელებს უწევთ. უკრაინაში ომს ყოველდღიურად ჯარისკაცების გარდა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეც ეწირება.