ზელენსკის კრიტიკის შემდეგ მთავრობამ ჩამოთვალა, რა გაუკეთა უკრაინას — სიაში მოხვდა ანძის განათებაც
ზელენსკის კრიტიკისა და ელჩის გაწვევის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ჩამოთვალა, რა გაუკეთა უკრაინას. შესაბამისი პოსტი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, სადაც პუნქტებად ჩამოთვალა გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც სულ ექვსია და მათ შორის ერთი ანძის და მოედნის განათებაა.
"საქართველომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მყისიერად დააფიქსირა მზაობა და განახორციელა ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარება სხვადასხვა მიმართულებით", — წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ეს არ არის ერთადერთი პოსტი, რომელიც სამთავრობო გვერდებზე ელჩის გაწვევის შემდეგ გამოქვეყნდა. მთავრობის ფეისბუქზე დაიდო ვიდეო და ტექსტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ". პოსტში ამკტიცებენ, რომ აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, მაგრამ მოხალისეების წასვლას უკრაინაში საბრძოლველად იწუნებენ, მეტიც, იმეორებენ, რომ ეს "აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა".
ტრადიციულად, სამთავრობო გუნდს არ დაავიწყდა ნაციონალური მოძრაობაც და ამჯერად მათ ომში ჩათრევის მცდელობა დააბრალა.
"საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ სამწუხაროდ არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა. ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში", — განაცხადა დარჩიაშვილმა, რომელიც ადმინისტრაციის უფროსია.
მთავრობა იმასაც კი ამტკიცებს, რომ პირველივე დღიდან უკრაინას უწევს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. არადა, რამდენიმე კვირის განმავლობაში სამთავრობო გუნდს სწორედ დუმილის გამო აკრიტიკებდნენ და პრემიერს სოლიდარობის გამოხატვას სთხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ და დღეს უკრაინის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საქართველოს მთავრობა ღიად გააკრიტიკეს და მათზე საუბრისას გამოიყენეს ფრაზები "ამორალური" და "იმედია ღარიბაშვილი გამოიჩენს გამბედაობას". კერძოდ, გუშინ უკრაინის პრემიერმა დატვიტა: "თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში". ასე გამოეხმაურა ის ქართველი მოხალისეების უკრაინაში არგაშვებას. დღეს კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებზე ამორალური პოზიციის გამო ქვეყნიდან ელჩს გაიწვევს.
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
კომენტარები