ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უმკაცრესად გმობს რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

რეზოლუციას 637-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგი იყო, 26-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, იმუშაოს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ნებისმიერი ასეთი პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლს. ამავდროულად, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს მუშაობა უკრაინის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისთვის, ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის ქვეყნებს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ უკრაინას გაეროს ჰუმანიტარულ სააგენტოებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნას ხელი 28 თებერვალს მოაწერა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში