"გადააჯ*ით ერთმანეთს თქვენ ზელენსკიმ მიშამ და ზევიდან მაგ ელჩმა", — წერს ფეისბუქგვერდზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმარი, ნუგო კაკულია. მისივე მტკიცებით, დღევანდელი აქციის ორგანიზატორები არიან ხალხი, რომლებმაც საქართველოს ბრძოლის მესამე დღეს ველი დატოვეს და გაიქცნენ.

"ხალხი, რომელიც დღეს აქციის ორგანიზატორები არიან, რომლებმაც საქართველოში ბრძოლის მესამე დღეს ბრძოლის ველი დატოვეს და გაიქცნენ, ხალხი, რომლებმაც ჩვენი შვილებისგან 40 კილომეტრში დაგვიტოვეს მტერი! და რომლებსაც ომი ტ*აკის ჩვენება გონათ! მინდა ვკითხო, იმას განიცდი და აღშფოთდი რომ საქართველოდან თავისი ელჩი გაიწვია ზელენსკიმ?? სიკეთე ვერაფერი ვერ დაინახა ხო მაგ ჩემისამ მაგან... გადააჯ*ით ერთმანეთს თქვენ ზელენსკიმ მიშამ და ზევიდან მაგ ელჩმა!!

ბელარუსიდან არ გაიწვია ელჩი! მოლდავეთიდან არ გაიწვია ელჩი! და რუსებით ოკუპირებული საქართველოდან გაიწვია ელჩი რომელიც ნაცებზე ლოცვაში ატარებდა მთელ დროს!

ჩვენი ელჩი და საელჩო რომ ტყვიების ცვენაში დავუტოვეთ კიევში თანადგომის ნიშნად მაგას ვერ ხედავს ხო? მაიმუნი უმადური", — წერს ის.

მინისტრის დეკლარაციის მიხედვით, ნუგზარ კაკულია სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში პროგრამების განვითარების დარგში კონსულტანტად მუშაობს. წინა წლების დეკლარაციებიდან ვიგებთ, რომ 2019-2020 წელს ის მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. მანამდე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი.

დღეს, პირველ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. ზელენსკი ამბობს, რომ მიზეზი სანქციებზე "ამორალური პოზიცია" და უკრაინაში მოხალისეების წასვლაში ხელის შეშლაა.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობას ანდრეი კასიანოვი შეასრულებს. მისი თქმით, ზელენსკი კონსულტაციებზე გაწვეულ ელჩთან სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, უკრაინაზე საქართველოს პოზიციას განიხილავს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში