დიდი ბრიტანეთი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. ამის შესახებ BBC ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასზე დაყრდნობით წერს. როგორც ცნობილია, სანქციები დაწესდა კერძო პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ.

"ლუკაშენკოს რეჟიმი აქტიურად ეხმარება და მხარს უჭერს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში და მან უნდა იგრძნოს ეკონომიკური შედეგი, პუტინის მხარდაჭერისთვის", — ამბობს ტრასი.

CNN ასევე ტრასზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციები თავდაცვის 4 მაღალჩინოსანსა და 2 სამხედრო საწარმოს დაუწესეს. მათ შორისაა, ბელარუსიის გენერალური შტაბის უფროსი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი ვიქტორ გულევიჩი.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში