სოციალოგიური ჯგუფის მიერ პირველ მარტს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელი მოსახლეობის 80% მზადაა, ქვეყნის მთლიანობა იარაღით ხელში დაიცვას. ომამდელ პერიოდებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2020 წელს ის 59%-ს შეადგენდა.

გამოკითხულთა 88%-ს მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმის მოგერიებას შეძლებს. 98% მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების საქმიანობას, 93% — პრეზიდენტ ზელენსკის, ხოლო 84% ადგილობრივი მერების ქმედებებს.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 86% ევროკავშირში, 76% კი NATO-ში გაწევრიანების მომხრეა. ომამდელ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის დონე 20%-მდე მეტით გაიზარდა. ასაკობრივი თვალსაზრისით, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ყველა კატეგორიაში თანაბარი მხარდაჭერა აქვს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში