უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინა ყველა რუს ტყვეს გაათავისუფლებს, თუ მათ დედები წამოსაყვანად კიევში ჩააკითხავენ.

ისინი მშობლებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ დედაქალაქში ჩასვლის ინსტრუქციებს აძლევენ. ასევე, უმარტავენ, თუ სად უნდა დარეკონ, იმის გასარკვევას, არიან თუ არა მათი შვილები ტყვეობაში.

რამდენიმე დღის წინ უკრაინაში ცხელი ხაზი "დაბრუნდი ცოცხალი უკრაინიდან" შეიქმნა, სადაც რუსი სამხედროების ოჯახებს შეუძლიათ გაიგონ, არიან თუ არა მათი ახლობლები და ოჯახის წევრები ცოცხლები, ან იმყოფებიან თუ არა ტყვეობაში.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში