BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ მარიუპოლში უწყვეტ დაბომბვას მასობრივი მსხვერპლი მოჰყვა. მერის მოადგილის თქმით, ქალაქი, სადაც 130 000 ადამიანი ცხოვრობს, თითქმის მთლიანად განადგურდა.

"ვერ ვითვლით მსხვერპლთა რაოდენობას, მაგრამ გვჯერა, რომ სულ მცირე, ასობით ადამიანი დაიღუპა. ვერ შევდივართ ცხედრების სანახავად", — ამბობს ის BBC-თან სატელეფონო საუბარში.

მერის მოადგილის განცხადებით, ოკუპანტები ქალაქის განადგურებას ცდილობენ. მისივე თქმით, რუსული ჯარები ქალაქის ყველა საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრზე არიან.

"უკრაინის არმია ძალიან მამაცია. ისინი ქალაქის დასაცავად ბრძოლას აგრძელებენ, მაგრამ რუსის ჯარები მეკობრეებივით არიან, ისინი ჯარით არ იბრძვიან, უბრალოდ ანადგურებენ ქალაქს", — დასძენს ის.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში