კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაშიც ნაციონალური მორაობის როლს ხედავს. კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე ჯერ თქვა, რომ ელჩის გაწვევა უკრაინის მხრიდან ალოგიკურია, შემდეგ კი იმ ნარატივის გატარება დაიწყო, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ენმ-ს ახლო კავშირი აქვს.

"აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველო ჩათრეული იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ყავს წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის, პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავად აღნიშნა, მისი "დაფრთიანებულია".

უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი, ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ", — თქვა კობახიძემ.