რუსი ოლიგარქი და საფეხბურთო კლუბ ჩელსის მფლობელი, რომან აბრამოვიჩი ჩელსის ყიდის. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აბრამოვიჩმა კლუბისთვის გაცემული 1,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი ჩამოწერა.

BBC-ის ცნობით, გაყიდვიდან მიღებულ წმინდა შემოსავალს ის "უკრაინაში ომის ყველა მსხვერპლისთვის" საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხავს.

რუსი მილიარდერი ვლადიმერ პუტინთან კავშირებს უარყოფს, თუმცა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ, მან ჯერ საფეხბურთო კლუბ ჩელსის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, ახლა კი კლუბ გასაყიდად გამოიტანა.

რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამწვავების ფონზე უმდიდრესი რუსების ქონება მცირდება. საუბარია იმ ადამიანების ქონებაზე, რომლებიც Bloomberg-ის 500 უმდიდრესი ადამიანების სიაში შედიან. ბლუმბერგის ინფორმაციით, წლის დასაწყისთან შედარებით, 23 რუსი მილიარდერის ქონება $32 მლრდ-ით არის შემცირებული და ამჟამად 343 მლრდ დოლარს შეადგენს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში