რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში არსებულ სანქციებსა და პროტესტს ქართული სტარტაპი Kvalifika უერთდება და რუსულ ბანკთან — VTB კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ სტარტაპის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ. მათი სერვისის დახმარებით ბანკი ახალი კლიენტების ონლაინ რეგისტრაციას ახერხებდა. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ კონტრაქტიდან მიღებულ წინა თვის შემოსავალს "კვალიფიკა" სრულად გადარიცხავს უკრაინელი ხალხის დასახმარებელ ფონდში.

შეგახსენებთ, რომ Kvalifika დისტანციური ვერიფიკაციის სისტემაა, რომლის ინტეგრირებაც კომპანიებს თავიანთ ციფრულ არხებში, მომხმარებელთა ციფრული იდენტიფიცირებისა თუ ვერიფიცირებისთვის შეუძლიათ. ვრცლად სტარტაპის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.