უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაზე განცხადება გაავრცელა, რუსეთის ქმედებები დაგმო და "ბირთვული ტერორი" უწოდა

"ევროპამ უნდა გაიღვიძოს. რუსული ტანკები ესვრიან ბირთვულ ბლოკებს. იციან სად ისვრიან. ამისთვის ემზადებოდნენ. იქ ექვსი ელექტროსადგურია, ექვსი, ჩერნობილში კი ერთი აფეთქდა. მე უკვე ვესაუბრე მიშელს, შოლცს და ბაიდენს.

უკრაინაში 15 ატომური ელექტროსადგურია. თუ აფეთქება მოხდა, ეს იქნება ყველაფრის დასასრული. ეს არის ევროპის ევაკუაცია. არ დაუშვათ ევროპის სიკვდილი ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შედეგად. [...]

არცერთ სახელმწიფოს, რუსეთის გარდა, არ გაუსროლია ატომური ელექტროსადგურების მიმართულებით. ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენს ისტორიაში. აგრესორმა სახელმწიფომ ბირთვულ ტერორს მიმართა", — განაცხადა მან და აღნიშნა ისიც, რომ არსებობს ელექტროსადგურის დანაღმვისა და ამით მსოფლიოს შანტაჟის საფრთხე.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რუსებმა ცეცხლი გახსნეს, ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში