უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია იწყება — დეტალები

ფოტო: მარიამ ქავთარაძე/On.ge
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ სამინისტრო Facebook-ზე წერს.
უწყების განცხადებით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დარეკონ ცხელ ხაზზე — 1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე — donor.moh.gov.ge
"სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მოიწვევს უახლოეს (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სისხლის ამღებ პუნქტში ქვეყნის მასშტაბით", — აღნიშნავენ სამინისტროში.
მათი თქმით, მომზადებული სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნება უკრაინაში.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
კომენტარები