უკრაინაში მწვანე დერეფნებში ევაკუაცია შეწყდა. უკრაინელები რუსებს დაბომბვის განახლებაში ადანაშაულებენ.

"რუსული მხარე არ იცავს სიჩუმის რეჟიმს და აგრძელებს როგორც მარიუპოლის, ისე მიმდებარე დასახლებების დაბომბვას, ამიტომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ევაკუაცია გადაიდო.

ვთხოვთ ყველა მარიუპოლელს დაიშალოს და თავშესაფრებში დაბრუნდნენ. დამატებითი ინფორმაცია ევაკუაციაზე გამოქვეყნდება უახლოეს დროში. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან", — აცხადებს მარიუპოლის საკრებულო.

დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, პაველ კირილენკომ Telegram-ში განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მიიღეს მხოლოდ დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე, ხოლო ზაპოროჟიეში სროლა გრძელდება. მანვე დასძინა, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ მხარესთან, რათა დაადასტუროს ცეცხლის შეწყვეტია მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მთელ მარშრუტზე.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში