რუსებმა ქალაქ ვინიცას მახლობლად სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა რაკეტები აეროპორტისა და გავრიშოვკას სამხედრო ნაწილის მიმართულებით ისროლეს. ამის შესახებ უწყება ინფორმაციას ტელეგრამზე ავრცელებს.

მათი ცნობით, აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. ამ წუთებში ადგილზე უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახური მუშაობს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში