გაერო ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 364 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, მათ შორის, 25 ბავშვია. დაშავებული კი 759 ადამიანია.

მათივე თქმით, რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან ზუსტი ინფორმაციის დაზუსტება საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას ვერ ხერხდება.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში