ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მდებარე ქუჩას, სადაც რუსეთისა და უკრაინის საელჩოებია, "თავისუფალი უკრაინა" დაარქვეს. ქალაქის მერის თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის პატივისცემის გამოსახატად მიიღეს.

ტირანას მერის განცხადებით, ახალი სახელი რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის შეხსენება იქნება. მისივე თქმით, რუსეთის საელჩოში მოუწევთ მუშაობა, ცხოვრება და ფოსტის მიღება თავისუფალი უკრაინის ქუჩის მისამართზე.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ნატოს წევრი ალბანეთი შეუერთდა ევროპის სხვა ქვეყნებს ეკონომიკური სანქციების შემოღებითა და რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის აკრძალვით.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში