ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, NATO-ს ქვეყნებს უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გასაგზავნად მწვანე შუქი აქვთ. მისივე თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთისგან თავდასაცავად უკრაინის დახმარებას განაგრძობენ.

"ფაქტობრივად, ჩვენ ახლა პოლონელ მეგობრებთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუ ისინი უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებას გადაწყვეტენ", — თქვა მან CBS-სთან.

ბლინკენის თქმით, NATO-სა და დიდი შვიდეული ქვეყნები რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად ერთად მუშაობენ, რაც დამატებით სანქციებსაც მოიცავს და ის უახლოეს დღეებში განხორციელდება. მან, ასევე, აღნიშნა, რომ სანქციების გავლენა უკვე დამანგრეველია. სახელმწიფო მდივანი დასძენს, რომ ომი რამდენიმე თვეც რომ გაგრძელდეს, უკრაინელები გაიმარჯვებენ.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში