American Express-მა განაცხადა, რომ აჩერებს ყველა ოპერაციას რუსეთსა და ბელარუსში, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დასავლურ კორპორაციებს შეუერთდნენ და ამ ქვეყნების ბიზნესებს ბოიკოტი გამოუცხადონ.

"რუსეთის მიერ უკრაინელ ხალხზე განხორციელებული გაუმართლებელი თავდასხმის ფონზე, American Express აჩერებს ყველა ოპერაციას რუსეთში", — ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 5 მარტს ცნობილი გახდა, რომ Visa და Mastercard უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ბაზრიდან გადიან და პროტესტის ნიშნად რუსეთში ოპერაციებს აჩერებენ. Mastercard-ის განცხადებით, რუსული ბანკები მათი ქსელებით აღარ იქნება მხარდაჭერილი და ქვეყნის გარეთ გაცემული ბარათები რუსულ ბანკომატებზე არ იმუშავებს.

ამავდროულად, Visa აცხადებს, რომ ტრანზაქციების შეჩერებაზე მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებენ და დასძენენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობას ქვეყნის საზღვრებს გარეთ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოცემული ვიზა ბარათებიც აჩერებს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში