ქალაქ ირპენის მერის, ალექსანდრე მარკუშინას განცხადებით, დაბომბვისას 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მისი თქმით, ევაკუაციისას რუსმა ოკუპანტებმა ხიდზე ცეცხლი გახსნეს.

"ოჯახი გარდაიცვალა, ჩემს თვალწინ დაიღუპა ორი პატარა ბავშვი და ორი ზრდასრული", — თქვა მან.

შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, რომ აფეთქებამდე მშვიდობიანი მოქალაქეები საგუშაგოზე მოძრაობდნენ. ქალაქის მერის განცხადებით, მომდევნო ევაკუაცია ხვალ დილით დაიწყება.

"ირპენის ნაწილი რუსმა დამპყრობლებმა ნამდვილად დაიკავეს, მაგრამ ნაწილი იბრძვის და არ ნებდება", — ამბობს მერი.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში