TikTok აცხადებს, რომ რუსეთში ახალი ვიდეოს ატვირთვისა და პირდაპირი ტრანსლაციის ფუნქციებს აჩერებს. კომპანია მიზეზად რუსეთში "ყალბი ინფორმაციის" შესახებ მიღებულ კანონს ასახელებს.

"რუსეთის ახალი "ყალბი ინფორმაციის" კანონის გათვალისწინებით, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ შევაჩეროთ პირდაპირი ტრანსლაცია და ახალი კონტენტის განთავსება ჩვენი ვიდეო სერვისისთვის, სანამ განვიხილავთ ამ კანონის უსაფრთხოების შედეგებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

TikTok-მა აღნიშნა, რომ დააკვირდებიან რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, რათა განსაზღვრონ როდის შეძლებენ სერვისის განახლებას იქ.