უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთსა და ბელარუსს იაპონია მორიგ სანქციებს უწესებს. BBC-ის ცნობით, ეს შეზღუდვების მესამე ნაწილია და მაზე ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა.

სანქციების ახალი პაკეტი შეეხება 20 რუსს, მათ შორის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის შტაბის უფროსის მოადგილეებს, სახელმწიფო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელსა და მთავრობასთან დაახლოებულ კომპანიებს, როგორებიცაა Volga Group, Transneft და Wagner.

ამასთან, ბელარუსის 12 და რუსეთის 2 ორგანიზაციასთან ერთად, სანქციები დაუწესდება ბელარუსის 12 მოქალაქესაც.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში