24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით მსოფლიოს ქვეყნებმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. ამასთან ერთად რუსეთის ბაზარი უამრავმა ცნობილმა ბრენდმაც დატოვა, მათ შორისაა Adidas, Netflix, Puma, Samsung, Microsoft, Apple, Ikea და ა.შ.

საბჭოთა კავშირის მსგავსად რუსეთი თანდათანობით საკუთარ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის იმედად რჩება, რომლებითაც საყვარელი საერთაშორისო ბრენდების ჩანაცვლება მოუწევს. ამის საილუსტრაციოდ ქართველმა ხელოვანმა ბექა ბერიძემ გვიჩვენა, როგორ ჩაანაცვლებ(დნ)ენ რუსები ბრენდებს, რომლებმაც რუსული ბაზარი დატოვეს:

1. რუსული ზარა, სახელად "განთიადი"

ფოტო: Beka Beridze

2. "კილოგრამი" ინსტაგრამის მაგივრად

ფოტო: Beka Beridze

3. "ტი კტო" (ვინ ხარ) ტიკტოკის ნაცვლად

ფოტო: Beka Beridze

4. BMW-ის მაგივრად "ბეემპე" (საბჭოთა ქვეითთა საბრძოლო მანქანა)

ფოტო: Beka Beridze

5. Netflix-ის რუსული ალტერნატივა

ფოტო: Beka Beridze

6. Apple-ში ვაშლის მაგივრად არწივის გამოყენებაც შესაძლებელი ყოფილა

ფოტო: Beka Beridze

7. პრადას "პრავდა ხუილო" ჩაანაცვლებდა

ფოტო: Beka Beridze

8. რუსული DHL — "ესენგე" (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, "დსთ")

ფოტო: Beka Beridze

9. BBC News-ის რუსული ალტერნატივა — Жизнь Ворам Смерть Сукам (ქურდებს სიცოცხლე, ბ*ზებს — სიკვდილი)

ფოტო: Beka Beridze

10. წვენი "კოლია" კოკა-კოლას ნაცვლად

ფოტო: Beka Beridze

ამავე თემაზე:

უკრაინის მხარდამჭერი 15 ილუსტრაცია ქართველი ილუსტრატორებისგან