ნიკოლაევის რეგიონში რუსებმა მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 3 მასწავლებელი, ხოლო 2 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია, Ukrayinska Pravda ავრცელებს. ინფორმაცია ტელეგრამზე დაადასტურა ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმაც.

"ბავშვთა სახლის აღმზრდელები მიდიოდნენ ადგილზე, რომ შეეცვალათ ისინი, ვინც ბავშვებს აქცევდა ყურადღებას. როგორი ნაგავი უნდა იყო, რომ მასწავლებლების ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა", — განაცხადა მან.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში