McDonald's რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს და ყველა რესტორანს ხურავს — როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, არ შეუძლიათ "უგულებელყონ ადამიანური ტანჯვა, რომელიც უკრაინაში ვითარდება".

BBC-ის ცნობით, რუსეთში McDonald's-ის 850-მდე ფილიალია, სადაც 62 000 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ McDonald's-ის მიერ რუსეთში საქმიანობის ამ დრომდე გაგრძელებას დიდი კრიტიკა მოჰყვა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში