დიდ ბრიტანეთში რუსეთის საკუთრებაში მყოფი თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეში ფრენა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. შეზღუდვა შეეხება იმ კერძო თვითმფრინავებსაც, რომელიც სხვა ქვეყანაშია რეგისტრირებული, თუმცა რუსეთის მოქალაქეს ყავს დაქირავებული.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის თქმით, ახალი ზომები ხელისუფლებას აძლევს უფლებამოსილებას, დააკავოს რუსული თვითმფრინავები თუ ისინი გადაკვეთენ მათ საჰაერო სივრცეს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში