უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის პირველი მოადგილის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის სამშობიარო დაბომბეს. მისი თქმით, დაჭრილი და დაღუპულია რამდენიმე ქალი.

"რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის №2 სამშობიაროს ცეცხლი გაუხსნეს. თვითმხილველების თქმით, სამშობიარო სახლი აღარ არსებობს. დაჭრილი და დაღუპულია რამდენიმე ქალი. რუსებო, თქვენ ჯოჯოხეთში დაიწვებით", — წერს ის.

გარდა ამისა, უკრაინული მედია მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპანტებმა რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს ბავშვთა საავადმყოფოშიც. ამ დროისთვის დაშავებული ბავშვების რაოდენობა დაზუსტებული არაა.

"ამჟამად რუსულმა საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს ბავშვთა საავადმყოფოშოი. ნგრევა უზარმაზარია. სამედიცინო დაწესებულების შენობა, სადაც ცოტა ხნის წინ მკურნალობდნენ ბავშვები, მთლიანად დაინგრა. ინფორმაცია დაშავებული ბავშვების შესახებ ზუსტდება. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება! ჩვენ არასოდეს ვაპატიებთ ამ ნაძირლებს", — ნათქვამია განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში