ევროკავშირი რუსეთსა და ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს. ის აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ეფუძნება სანქციების ფართო სპექტრს და უპრეცედენტო პაკეტს, რომელსაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ იღებს.

სანქციები ბელარუსს:

  • ბელარუსის სამ ბანკს — Belagroprombank-ს, Bank Dabrabyt-სა და ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკს ეზღუდება SWIFT-ის სერვისების მიწოდება. შეზღუდბა შეეხება მათ შვილობილ კომპანიებსაც;

  • იკრძალება ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია რეზერვების ან აქტივების მართვასთან და ბელარუსში ვაჭრობისა და ინვესტიციების დაფინანსების უზრუნველყოფასთან;

  • იკრძალება ბელარუსის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთეულების აქციების ევროკავშირის სავაჭრო ობიექტების სიაში შესვლა და მომსახურების მიწოდება;

  • ბელორუსის მოქალაქეების ან რეზიდენტებისგან 100,000 ევროზე მეტი დეპოზიტების მიღების და ფასიანი ქაღალდების გაყიდვის აკრძალვით მნიშვნელოვნად იზღუდება ფინანსური შემოდინება ბელარუსიიდან ევროკავშირში;

  • იკრძალება ბელარუსისთვის ევროს ბანკნოტებს მიწოდება.

სანქციები რუს ოლიგარქებს და საბჭოს წევრებს:

  • დასანქცირდა 14 ოლიგარქი, ცნობილი ბიზნესმენი და მათი ოჯახის წევრები. ევროკავშირის თქმით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩართული არიან ძირითად ეკონომიკურ სექტორებში და უზრუნველყოფენ შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს რუსეთისთვის;

  • შეზღუდვები დაწესდა რუსეთის საბჭოს 146 წევრისთვის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას.

მთლიანობაში, ევროკავშირის შემზღუდავი ზომები ახლა ვრცელდება სულ 862 ფიზიკურ პირსა და 53 სუბიექტზე.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში