დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა და გაყინა მისი აქტივები, მათ შორის ინგლისის საფეხბურთო კლუბი ჩელსი. ამასთანავე, აბრამოვიჩს ეკრძალება დიდი ბრიტანეთის ფიზიკურ პირებთან და ბიზნესებთან ტრანზაქციები და ეზღუდება მოგზაურობა. ის ერთ-ერთია იმ 7 ოლიგარქიდან, რომლებსაც დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.

დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები შეეხებათ შემდეგ პირებს:

  • რომან აბრამოვიჩი, ჩელსის FC მფლობელი, აქვს წილები ფოლადის გიგანტ Evraz-სა და Norilsk Nickel-ში;
  • ოლეგ დერიპასკა, რომელსაც აქვს წილი En+ Group-ში;
  • იგორ სეჩინი, Rosneft-ის აღმასრულებელი დირექტორი;
  • ანდრეი კოსტინი, ვითიბი ბანკის თავმჯდომარე;
  • ალექსეი მილერი, გაზპრომის აღმასრულებელი დირექტორი;
  • ნიკოლაი ტოკარევი, რუსული სახელმწიფო მილსადენის კომპანიის, Transneft-ის პრეზიდენტი;
  • დიმიტრი ლებედევი, Bank Rossiya-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

რუსმა ოლიგარქმა და საფეხბურთო კლუბ ჩელსის მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჩელსის ყიდის. BBC-ის ცნობით, გაყიდვიდან მიღებულ წმინდა შემოსავალს ის "უკრაინაში ომის ყველა მსხვერპლისთვის" საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხავს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში