ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სცადა მარიუპოლის სამშბიაროსა და ბავშვთა სახლზე თავდასხმა გაემართლებინა. პრესკონფერენციისას ის ამტკიცებდა, თითქოს შენობაში უკრაინული "რადიკალების" ჯარი იყო განლაგებული და მშობიარეები არ იმყოფებოდნენ. თუმცა მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, როგორც ტოვებენ დანგრეულ საავადმყოფოს დაშავებული ორსული ქალები და ბავშვები.

CNBC-ის ჟურნალისტმა ლავროვს უთხრა, რომ რუსეთმა გამოიყენა უამრავი სიტყვა იმისთვის, რომ უკრაინაში შეჭრა გაემართლებინა და ამბობდა, თითქოს ეს უკრაინელი ხალხისთვისაა. ჟურნალისტმა მას კითხა, რითი შეიძლება სამშობიაროს და ბავშვთა სახლის დაბომბვის გამართლება და ეთანხმება თუ არა ზელენსკის, რომ ბავშვებისა და დედების მიზანში ამოღება არაადამიანური საქციელია. ლავროვმა მას ასე უპასუხა:

"ნუ, სამშობიარო სახლი... ჩვენ პირველად არ ვხედავთ პათეტიკურ წამოყვირებებს ე.წ. არაადამიანობაზე, რომელსაც რუსი შეიარაღებული ძალები აკეთებენ. 7 მარტს, 3 დღის წინ, 6 ან 7 მარტს ზუსტად არ მახსოვს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე ჩვენი დელეგაციის მიერ იყო წარდგენილი ფაქტები, რომ ეს ბავშვთა სახლი დიდი ხანი აქვს აღებული ბატალიონ აზოვს და სხვა რადიკალებს, საიდანაც გამოყარეს ყველა მშობიარე, მედდა და მომსახურე პერსონალი. ეს იყო ულტრარადიკალების, აზოვის ბატალიონის ბაზა.

ეს მონაცემები წარდგენილი იყო 3 დღით ადრე. ამიტომ დაკსვნები თავად გამოიტანეთ, რანაირად ცდილობენ მთელს მსოფლიოში აზრის მანიპულირებას. მე ვნახე დღეს თქვენი და სხვა დასავლური არხების რეპორტაჟები, ძალიან ემოციურია, მაგრამ მეორე მხარე, მხარე, რომელიც ობიექტურ წარმოდგენას ქმნის, განსაკუთრებული ყურადღების არ სარგებლობს", — განაცხადა მან.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში