დიდი ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები 204 ადამიანსა და 65 ორგანიზაციას დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი. სანქცირებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს ბრიტანეთი ქვეყანაში არსებულ აქტივებს უყინავს.

  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი;
  • საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი;
  • ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი.

მათთან ერთად სანქციები შეეხო რუსეთის სხვა მინისტრებსაც, ყოფილ მაღალჩინოსნებს, აესევე ბელარუსის პოლიტიკოსებსაც.

ბრიტანეთმა სანქციები პოლიტიკოსებთან ერთად დაუწესა ბიზნესმენებსა და ოლიგარქებს, მათ შორის არიან:

  • გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი;
  • VTB-ის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი;
  • როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი;
  • რომან აბრამოვიჩი, ჩელსის FC მფლობელი, აქვს წილები ფოლადის გიგანტ Evraz-სა და Norilsk Nickel-ში;
  • ოლეგ დერიპასკა, რომელსაც აქვს წილი En+ Group-ში;
  • იგორ სეჩინი, Rosneft-ის აღმასრულებელი დირექტორი;
  • ნიკოლაი ტოკარევი, რუსული სახელმწიფო მილსადენის კომპანიის, Transneft-ის პრეზიდენტი;
  • დიმიტრი ლებედევი, Bank Rossiya-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

აქტივები ეყინებათ კომპანიებსაც რომელთა შორისაც არიან ბანკები, მათ შორის, VTB ბანკი.

სრული სია ნახეთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში