მოძრაობა სირცხვილიას განცხადებით, აქტივისტ შოთა დიღმელაშვილს სასამართლომ 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დიღმელაშვილი მთავრობის კანცელარიასთან 8 მარტს დააკავეს. დაკავებამდე მან კანცელარიის შენობას კვერცხები ესროლა. მასთან პოლიციელი მივიდა, რაზეც დიღმელაშვილმა განუმარტა, რომ ასე გამოხატავს პროტესტს გუშინ აქტივისტების დაკავების გამო.