ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ევა-მარია ლიმეტსის განცხადებით, ქვეყანა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პერიოდში რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტულ ვიზებს აღარ გასცემს .

"ესტონეთი C და D კატეგორიის ტურისტულ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე აღარ გასცემს. შეზღუდვა გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს გააგრძელებს. აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ რეგიონში შემაკავებელი ზომები იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე. რადგან ევროპის მდგომარეობა და უსაფრთხოება დრამატულად შეიცვალა და სავარაუდოდ, აღარ დაუბრუნდება 23 თებერვლის მდგომარეობას", — თქვა მან.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში