მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰაკერული ჯგუფი Anonymous ამბობს, რომ რუსეთში დაჰაკულია 400-ზე მეტი საჯარო კამერა. ამის შესახებ ჰაკერული ჯგუფი ფეისბუქგვერდზე წერს.

მათ მიერ გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, დაჰაკული კამერების ეკრანზე გამოჩნდა წარწერა — " პუტინი ხოცავს ბავშვებს. 352 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა"

ჰაკერებმა რუსეთს, უკრაინაში შეჭრის გამო, და უკვე ბელარუსსაც, მისი დახმარებისთვის, კიბერომი გამოუცხადეს. ამის შემდეგ, როგორც თავად ამბობენ, რუსული პროპაგანდისტული მედია Russia Today დაბლოკეს. შემდეგი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული კომპანიაა, გაზპრომი. გათიშვამდე კომპანიას კითხვითაც კი მიმართეს და "თამაში შესთავაზეს".

ჰაკერული ჯგუფმა ასევე გადატვიტა ერთ-ერთი გამომძიებელი რეპორტიორის პოსტი, სადაც ის წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, პუტინს აქვს 97 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა. მისი თქმით, Anonymous-მა "გამოიგონა" სამარშრუტო გზა, რომლის მიხედვითაც იახტა ჯერ გველების კუნძულზე, შემდეგ კი პირდაპირ "ჯოჯოხეთში" მიდის.

ამ დროისათვის ისინი რუსულ და ბელარუსულ კომპანიებს, მედიებსა და სახელმწიფო ვებგვერდებს ესხმიან თავს.