უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთი მათ წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ის ყველაზე მკაცრ სანქციებს მიიღებს. მისი თქმით, განადგურების არავითარი იარაღი უკრაინის მიწაზე არ შემუშავებულა.

"მე ვარ ადეკვატური ქვეყნისა და ადეკვატური ხალხის პრეზიდენტი. ორი შვილის მამა. არანაირი ქიმიური ან მასობრივი განადგურების ნებისმიერი სხვა იარაღი ჩემს მიწაზე არ შექმნილა. მთელმა მსოფლიომ იცის ეს. თუ რუსეთი რაიმე მსგავსს გააკეთებს ჩვენს წინააღმდეგ, ის ყველაზე მკაცრ სანქციებს მიიღებს", — თქვა მან.

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებით, რუსეთმა, უკრაინაში, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, ან ცრუ დროშის ოპერაცია განახორციელოს. მისივე თქმით, ეს უკრაინაში შემდგომი წინასწარ დაგეგმილი თავდასხმების გასამართლებლად რუსეთის აშკარა ხრიკია.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში