უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა ჯარებმა სროლა არ შეწყვიტეს, მარიუპოლში საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით სავსე სატვირთო მანქანების კოლონის გაგზავნაზე ბრძანება მაინც გასცა, თუმცა ოკუპანტებმა "სიცოცხლის" დერეფნებზე ტანკებით დაიწყეს შეტევა.

"მათ ეს გააკეთეს გააზრებულად, რადგან მიიღეს მკაფიო ბრძანება, მარიუპოლის მოსახლეობა მძევლად ჰყავდეთ და დასცინონ მათ, გამუდმებით ბომბავდნენ, გამუდმებით ესროდნენ.

დღეს მათ გაანადგურეს დონეცკის ოლქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარი სამმართველო. სწორედ ამ შენობის გვერდით მარიუპოლის მცხოვრებლები ევაკუაციისთვის იკრიბებოდნენ", — თქვა მან.

ზელენსკის თქმით, ეს აშკარა ტერორია და მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ საქმე ტერორისტულ სახელმწიფოსთან აქვთ.

"ეს აშკარა ტერორია, გამომწვევი ტერორი გამოცდილ ტერორისტებისგან. მსოფლიომ ეს უნდა იცოდეს. უნდა ვაღიარო ეს, ჩვენ ყველას გვაქვს საქმე ტერორისტულ სახელმწიფოსთან. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ვეცდებით! მუდმივად! ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ მარიუპოლში ჩავიტანოთ დახმარება, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ხალხს", — განაცხადა ზელენსკიმ.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში