უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, პუტინი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტულ თავდასხმას ამზადებს. მათი ცნობით რუსეთის პრეზიდენტმა უკვე გასცა ბრძანება, რომ სადგურზე, რომელსაც რუსული სამხედროები აკონტროლებენ, თავდასხმის განხორციელების ბრძანება უკვე გასცა.

უწყების ცნობით, რუსეთი სადგურზე ტექნოგენური კატასტროფის შექმნას გეგმავს, რაზეც პასუხისმგებლობას უკრაინას დააკისრებენ. როგორც დაზვერვა წერს, ამჟამად მთლიანად გათიშულია საერთაშორისო სააგენტოს მონიტორინგის სისტემიდან.

"ოკუპანტებმა უარი თქვეს უკრაინელები შეეშვათ სადგურზე სარემონტო სამუშაოებზე და იქ, ალექსანდრე ლუკაშენკოს მითითებით, "ბელარუსი სპეციალისტები" შევიდნენ. მათ შორის, ბირთვული მეცნიერების საფარქვეშ რუსი დივერსანტებიც შედიან ტერაქტის მოსაწყობად", — ვკითხულობთ განცხადებაში.

მათი განცხადებით, ჩერნობილის ავარიაში უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის იმიტაციის მიზნით, ოკუპანტები ცდილობენ შექმნან ყალბი "მტკიცებულებები" თავიანთი ვერსიის გასამყარებლად.

"კერძოდ, გოსტომელში, ანტონოვის აეროპორტი მიდამოებში შენიშნეს რუსული საავტომობილო მაცივრები, რომლებიც აგროვებდნენ დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებს. არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მოკლულ დივერსანტებად გაასაღებენ. ამის მიუხედავად, პუტინის მსგავს ქმედებებს კატასტროფული შედეგები მოჰყვება მთელი მსოფლიოსთვის. როგორც ჩანს, სწორედ ამის იმედი აქვს რუს დიქტატორს, როდესაც მიუღებელ დათმობებს ითხოვს", — აღნიშნავენ დაზვერვაში.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში