გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თქმით, უკრაინაში ომის შედეგად მსოფლიოს გარშემო სურსათზე ფასები, შესაძლოა, 8%-დან 20%-მდე გაიზარდოს. ამის შესახებ ორგანიზაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

FAO-მ აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიოში ხორბლის უდიდესი ექსპორტიორია და უკრაინა — მსოფლიოში მეხუთე. ისინი ერთად ქერის მსოფლიო მარაგის 19%-ს უზრუნველყოფენ, 14%-ს — ხორბლის, 4%-ს კი სიმინდის, რაც მარცვლეულის გლობალური ექსპორტის ერთ მესამედს შეადგენს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ასევე, მიუთითეს, რომ მსოფლიოში რუსეთი სასუქის ექსპორტის ლიდერია.

FAO-ს დირექტორის განცხადებით, ამ ორი ძირითადი ექსპორტიორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სავარაუდო შეფერხებამ, შესაძლოა, სურსათს გლობალურად შეუქმნას საფრთხე.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში