ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთიდან ზღვის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტს კრძალავს.

როგორც CNN-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა, იკრძალება თამბაქოს, არყის, ხიზილალის, ტანსაცმლის, სამკაულების, მანქანებისა და ანტიკვარული ნივთების იმპორტი.

აშში-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის, როგორც "ყველაზე პრივილეგირებული ერის" სტატუსის გაუქმება მოითხოვა. თეთრი სახლის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ახალი სანქციების მიზანი რუსი ოლიგარქებისა და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანებისთვის კომფორტის წართმევაა.

გადაწყვეტილება დიდი შვიდეულის ქვეყნებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან კოორდინაციით იქნა მიღებული. მის საბოლოოდ დასამტკიცებლად კონგრესის თანხმობაა საჭირო.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში