მოქმედი მერის გატაცების შემდეგ, რუსებმა მელიტოპოლში ახალი "მერი" დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.

"გატაცებული კანონიერი ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ნაცვლად, რუსმა ოკუპანტებმა ახალი "მერი" დანიშნეს. ახალი მერი ჰალინა დანილჩენკო, მელიტოპოლის საკრებულოს დეპუტატი გახდა. მოღალატემ უკვე ჩაწერა ვიდეომიმართვა "ახალ რეალობასთან შეგუებისკენ" მოწოდების მესიჯით.

მოღალატეს უნდა შევახსენოთ, რომ ღალატი ახლა ისჯება უვადო თავისუფლების აღკვეთით, ქონების სრული ჩამორთმევით. ამიტომ მას მალე მოუწევს ახალ რეალობასთან ადაპტირება", — აღნიშნავენ ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრში.

11 მარტს ანტონ გერაშენკომ თქვა, რომ ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერს, ივან ფედოროვს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაიტაცეს. მისივე ინფორმაციით, მერმა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

12 მარტს მოქალაქეები ადმინისტრაციულ შენობასთან მივიდნენ, რომელსაც ახლა ოკუპანტები აკონტროლებენ და მერის გათავისუფლება მოითხოვეს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში